დავით (დათიკო) გიორგის ძე შარაშიძე
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, დამფუძნებელი კრების წევრი, სოციალ-დემოკრატი, ჟურნალების „ბრძოლის“ და „ბრძოლის ხმის“ რედაქტორი, „დამოუკიდებელი საქართველოს“ თანარედაქტორი
1935 წლის 8 დეკემბერს საფრანგეთიდან კოტე ჯაყელმა დეიდას, ნინო ქიქოძეს, შვილის – დავით შარაშიძის გარდაცვალების ამბავი შეატყობინა. წერილის მიხედვით, დავითმა სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში ჯერ მომვლელ ქალს სთხოვა, ქართული ნანინა ემღერა, შემდეგ კი მას და თავის მეუღლეს სთხოვა, ფრანგული ნანინა ემღერათ.
წყარო: კოტე ჯაყელის წერილი ნინო შარაშიძისადმი, სწერს დათიკო შარაშიძის გარდაცვალებას, 1935 | 8 დეკემბერიწყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: საფრანგეთი
ენა: ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 9669 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/9669]; წვდომის თარიღი: 2021-03-08