1928 წლის 17 ივნისს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს საფრანგეთიდან საქართველოში გაუგზავნა ღია ბარათი და აცნობა, რომ დაოჯახებას აპირებდა. წერილში აღწერდა საცოლეს, ელენე ტუსენს და წუხდა თავის სიღარიბეზე.

წყარო: დავით შარაშიძის ღია ბარათი ნინო შარაშიძისადმი (დედისადმი)
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: საფრანგეთი
ენა: ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი