1919 წლის 28 თებერვალს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკ. მირზიშვილმა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს მისწერა, რომ ნინო ვასილის ასული აკოფოვა ქერჩის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იყო მიუნხენში, სადაც კონსერვატორია დაამთავრა და იქვე გერმანულ ენას სწავლობდა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ნინო ვასილის ასული აკოფოვას (აკოფაშვილის) პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 10883 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/10883]; წვდომის თარიღი: 2019-08-23