1919 წლის 23 ივნისს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკ. მირზიშვილმა სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, როგორც ნინო აკოფაშვილის ნამსახურებითი სიიდან ჩანდა, მან დაამთავრა ქერჩის კუშნიკოვის ინსტიტუტი, სიტყვიერი განცხადებიდან კი – ჩანდა, რომ სამი წელი იყო გერმანიაში სავარჯიშოდ და გერმანული ენის პრაქტიკულად შესასწავლად. ამასთანავე იქვე დაამთავრა მიუნხენის კონსერვატორია. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკ. მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ნინო ვასილის ასული აკოფოვას (აკოფაშვილის) პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 11000 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/11000]; წვდომის თარიღი: 2019-08-20