1888 წლის 18 აპრილს მიხეილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ვლადიკავკაზიდან გაუგზავნა წერილი და დაახლოებით 10 თუმნის წიგნების გაგზავნა ითხოვა, და რაკი ვლადიკავკაზში ქართული სტამბა არ იყო, ასევე – ქართულად დაბეჭდილი განცხადებებისა, რომლებშიც მითითებული იქნებოდა, სად შეძლებდნენ ქართული წიგნების ყიდვას. ამ განცხადებებს თვითონ მიხეილი დაარიგებდა სახლებსა და დუქნებში.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებთან გამოცემული წიგნების გაყიდვის შესახებ | 1888-1888
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12928 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12928]; წვდომის თარიღი: 2020-02-23