ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13226

ფაქტი 13226

1888 წლის 1-ლ მაისს მიხეილ ზაალის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ვლადიკავკაზში მცხოვრებ ქართველებს დამოუკიდებლად სკოლის გახსნა არ შეეძლოთ, მით უმეტეს, მთავრობისგანაც არ ჰქონდათ დამტკიცებული წეს-დებულება. ყიფიანი ფიქრობდა, დაეარსებინათ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვლადიკავკაზის განყოფილება, რომელიც თბილისის უმთავრესი საზოგადოების მფარველობის ქვეშ იქნებოდა; აერჩიათ დამხმარე წევრები, რომლებიც სკოლის მასწავლებელთან ერთად ადგილობრივი საქმის გამგენი იქნებოდნენ; ვლადიკავკაზში მოგროვებული საწევრო და შემწეობა მთლიანად სკოლას მოხმარებოდა; ვლადიკავკაზის განყოფილების წევრები კი თბილისის უმთავრესი საზოგადოების წევრებად ჩარიცხულიყვნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13226; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .