1909 წელს ქუთაისის სატუსაღოს პატიმრებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიგნების გაგზავნის თხოვნით მიმართეს. გამგეობამ გადაწყვიტა, მათთვის 10 მანეთის წიგნები გაეგზავნა. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ყაზბეგმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1909-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 13297 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/13297]; წვდომის თარიღი: 2019-09-17