1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ სწავლის საყოველთაო შეწყვეტის გამო ძალიან შემცირდა წიგნის მაღაზიის, სკოლებისა და ბიბლიოთეკების შემოსავალი. მაგ.: 1904 წელს კავკავის სკოლაში შემოსავალი 2039 მანეთი იყო, 1905 წელს კი – 1417 მანეთი. ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები და ანგარიშები | 1905-1906
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 13566 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/13566]; წვდომის თარიღი: 2020-02-28