1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობა 1883 წლის სექტემბრისთვის ქუთაისში პირველი პროგიმნაზიური კლასის გახსნას გეგმავდა, მაგრამ წესდებით ამის უფლება არ ჰქონდა. ამიტომ საჭირო იყო, ქუთაისში ჩამოყალიბებულიყო თავადაზნაურთა ისეთი საზოგადოება, რომელიც ქუთაისის თავადაზნაურთა სკოლას უხელმძღვანელებდა და მომავალში გიმნაზიად გადააკეთებდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების წლიური ანგარიში | 1881-1882
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 14475 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/14475]; წვდომის თარიღი: 2019-10-14