ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14803

ფაქტი 14803

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, გომარეთში უნდა დაარსებულიყო ყველის, კარაქისა და სხვა პროდუქტების დასამზადებელი ქარხანა. ანგარიშს ხელი მოაწერეს ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძემ, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავამ, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა, ვახტანგ მუსხელაშვილმა, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილმა, ივანე გიორგის ძე რატიშვილმა და პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუამ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14803; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .