ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15043

ფაქტი 15043

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ყვირილის ბიბლიოთეკიდან 20 სასულიერო შინაარსის წიგნი გაიცა, 1085 – მხატვრული ლიტერატურა, 85 – ისტორიული, 60 – პოლიტიკურ-ეკონომიკური, 40 – საბუნებისმეტყველო და 120 საბავშვო წიგნი გაიცა. სულ გაიცა 1350 ცალი წიგნი. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15043; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .