1920 წელს ახალი ათონის სვიმონ კანანელის მონასტრის წინამძღვარმა შუამდგომლობა აღძრა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე, რომ მონასტრისთვის ნება მიეცათ, გაეყიდა ქალაქ სოხუმში, მიხეილისა და ოლგას ქუჩაზე მდებარე მისი კუთვნილი მამული. საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს დასკვნის თანახმად შსს მინისტრმა თხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებლად მიიჩნია.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1920 | 10 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 1612 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/1612]; წვდომის თარიღი: 2019-09-17