1907 წელს ნაფიცმა ვექილმა, იასონ ლორთქიფანიძემ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას კავკავიდან შეატყობინა, რომ ადგილობრივი არაქართველი მოსახლეობა ილია ჭავჭავაძეს თითქმის არ იცნობდა, ამიტომ იმავე წლის 27 ოქტომბერს დაგეგმილი ილიას საღამოს ორგანიზატორებს გადაწყვეტილი ჰქონდათ რუსული განყოფილების გამართვა, რისთვისაც ლორთქიფანიძე საზოგადოების გამგეობას სთხოვდა ილიას თხორჟევსკისეული თარგმანებისა და გაზეთ „ზაკავკაზიეს“ იმ ნომრის გაგზავნას, რომელშიც „გლახის ნაამბობის“ დასაწყისი იყო დაბეჭდილი.

წყარო: ილია ჭავჭავაძის გასვენებაზე დამსწრე დელეგატების კრების დადგენილება ილიას სახელობის ეროვნული ფონდის შექმნის შესახებ | 1907-1908
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18023 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18023]; წვდომის თარიღი: 2019-10-15