ივანე პურადაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1907 წლის 27 ოქტომბერს ქუთაისში ილია ჭავჭავაძის ფონდის სასარგებლოდ გამართულ საღამოზე შემოსული თანხიდან 100 მან. დასჭირდა თეატრის ქირას, რომლის მთლიანად ან ნაწილობრივ დასაბრუნებლად ქალაქის გამგეობასთან მოლაპარაკება მინდობილი ჰქონდა მოსე ქიქოძეს, მაგრამ მისი ავადმყოფობის გამო ეს საქმე პეტრე ყიფიანს დაევალა.

წყარო: ილია ჭავჭავაძის გასვენებაზე დამსწრე დელეგატების კრების დადგენილება ილიას სახელობის ეროვნული ფონდის შექმნის შესახებ | 1907-1908
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19481 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19481]; წვდომის თარიღი: 2019-11-19