1898 წლის 19 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთექვსმეტე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ილია ბახტაძემ, რომ ბეჟანეიშვილის მსგავსად, რომელიც საზოგადოების წიგნებით ვაჭრობს ქუთაისში, მასაც დართონ ნება დაბა ხონში გაყიდოს წიგნები და ასევე მოითხოვა 2 თვის ვადა გამგეობისთვის გაყიდული წიგნების ანგარიშის წარსადგენად. გამგეობამ ბახტაძეს თანხმობა განუცხადა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19562 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19562]; წვდომის თარიღი: 2019-11-15