1898 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრე სხდომაზე თომა მთავრიშვილმა განაცხადა, რომ ქუთაისში წიგნებით მოვაჭრე ვასილ ბეჟანეიშვილი თანახმა იყო, დაეთმო მისთვის წიგნები საზოგადოების სახელით სოფლებში დასარიგებლად იმავე ფასად, რა ფასიც მას უჯდებოდა. მთავრიშვილი გამგეობას სთხოვდა ნებართვას წიგნების ყიდვასთან დაკავშირებით, მაგრამ გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20049 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20049]; წვდომის თარიღი: 2019-11-20