1916 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის შუამდგომლობით ომისაგან დაზარალებულთა შვილებისათვის თავშესაფარი მოეწყო მხოლოდ ბაქოსა და სოხუმში, ბათუმში თავშესაფრის მოწყობა ვერ მოხერხდა, რადგან ადგილობრივმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილებამ შესაფერისი ბინა ვერ მოძებნა. სოხუმის თავშესაფარში 12 ლტოლვილი იყო, რომელთაც ხელსაქმეს, ჭრა-კერვასა და ზოგადი განათლების საგნებს ასწავლიდნენ, ბაქოს თავშესაფრის 7 ლტოლვილი კი ქართულ წერა-კითხვას სწავლობდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიში | 1916-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20874 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20874]; წვდომის თარიღი: 2019-09-15