1909 წლის 6 ივლისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობის მდივანი სამსონ ფირცხალავა ქუთაისის განყოფილებას უგზავნის ბიბლიოთეკის გახსნის ნებართვის მისაღებად გუბერნატორისთვის წარსადგენ ფორმას და დასძენს, რომ საჭიროა თხოვნას დააკრან ორი 75 კაპიკიანი მარკა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22928 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22928]; წვდომის თარიღი: 2019-09-17