ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობამ 1917 წელს მთავარ გამგეობას გაუგზავნა 1916 წლის ანაგარიში, რომლის მიხედვითაც გამგეობის წევრები იყვენენ: ვარვარა ტატიშვილისა, ნადია კაჭარავა, სოფიო მახარაძე, ანთიმოზ ჯუღელი, რაფიელ გოკიელი, გახუ თურქია, ნიკო ჩიქოვანი, იაკიმე გეგელაშვილი, ვასილ შერვაშიძე, ალექსანდრე გრიგოლია, გრიგოლ მახარაძე, რაჟდენ კიღურაძე, გიორგი შარაშიძე და ლავრენტი ესვანჯია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სოხუმის განყოფილებასთან | 1916-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 24865 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/24865]; წვდომის თარიღი: 2020-04-02