ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25634

ფაქტი 25634

1912 წლის ანგარიშიდან ვიგებთ, რომ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობამ მონაწილეობა მიიღო ალექსანდრე ხახანაშვილის გარდაცვალებით გამოწვეულ საზოგადო მწუხარებაში: ადგილობრივ ქართველებთან ერთად ბესლანის სადგურზე შეეგებნენ ცხედარს და გვირგვინით შეამკეს კუბო. გამგეობის თავმჯდომარემ, შვილევმა, კუბოს ძვირფასი საფენი გადააფარა (ხელს აწერენ: დროებითი თავმჯდომარე – ტ. კახიძე, მდივანი – ვ. ბურჯანაძე).


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25634; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .