ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25945

ფაქტი 25945

1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების ქალთა პროფესიულ სკოლაში 17 ქალი სწავლობდა, აქედან მხოლოდ 2 იხდიდა სწავლის ქირას, 6 კურსდამთავრებულთაგან ერთ-ერთი – მართა კედელაძე – სკოლაში დარჩა ხელოსანი ქალის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლად, რაშიც თვეში თუმანს იღებდა. სკოლის ანგარიშს ხელს აწერს ქალთა წრის თავმჯდომარე სოფიო დავითის ასული კალანდარაშვილისა და ანგარიშის სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25945; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .