კავკავის ქართველ ქალთა წრის თავმჯდომარის სოფიო დავითის ასული კალანდარაშვილის ანგარიშის თანახმად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების ქალთა პროფესიულ სკოლაში 1912 წელს 19 ქალი სწავლობდა, 1913 წელს – 30, იყვნენ სხვა მსურველებიც, რაც სახელოსნო სკოლის პოპულარობის ზრდაზე მეტყველებდა.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებასთან, მოხსენებები და ოქმები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25946 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25946]; წვდომის თარიღი: 2020-02-28