კავკავის ქართველ ქალთა წრე (თავმჯდომარე – სოფიო კალანდარაშვილისა) მადლობას უხდის ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილების ქალთა პროფესიული სკოლისთვის თბილისიდან მოწვეულ პედაგოგს – სოფიო გიორგის ასულ ჩიტაძეს, რომლის ჯამაგირი თავიდან თვეში 40 მანეთი იყო, მაგრამ სკოლის ნივთიერი გაჭირვება რომ ნახა, მასწავლებელი მეორე წლიდან 30 მანეთს დათანხმდა (მაშინ როცა, პირიქით – ანაზღაურების მომატებას იმსახურებდა). შესაბამისად, ს. ჩიტაძის ხელფასი 1911 წელს 480 მანეთი იყო, ხოლო 1912 წელს – 360 მანეთი.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებასთან, მოხსენებები და ოქმები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25947 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25947]; წვდომის თარიღი: 2019-08-17