1912-1913 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების ქართულ სკოლაში სწავლობდა 190 მოწაფე – 123 ვაჟი და 67 ქალი, წლის ბოლოს დარჩა 149: სხვადასხვა საპატიო მიზეზის გამო (ძირითადად, უკიდურესი სიღარიბე – ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის უქონლობა, ავადმყოფობა) სწავლას თავი გაანება 41-მა მოწაფემ – 24-მა ვაჟმა და 17-მა ქალმა; სწავლის დასრულების მოწმობა მიიღო 17-მა მოწაფემ (მდივანი – ვ. ბურჯანაძე).

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებასთან, მოხსენებები და ოქმები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26023 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26023]; წვდომის თარიღი: 2019-08-23