ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის ფილიალის გამგეობის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, 1913 წლის 1-ლი იანვრიდან 20 ოქტომბრამდე გამგეობის დროებითი თავმჯდომარე იყო ტ. კახიძე, მდივანი – ვ. ბურჯანაძე, ხაზინადარი – ზ. კიკნაძე; გამგეობაში შედიოდნენ: ი. შვილიევი, ი. ფიცხელაური, მ. კალანდარიშვილი, ზ. მჭედლიშვილი, გრ. ბურდული, ი. ლორთქიფანიძე, დ. სხირტლაძე, დ. ერქომაიშვილი, ი. ჩითაშვილი (ხელს აწერს დროებითი მდივანი მიხ. ბურდული).

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებასთან, მოხსენებები და ოქმები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26065 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26065]; წვდომის თარიღი: 2019-08-18