1913 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების საერთო კრებამ (მდივანი – ვ. ბურჯანაძე) 1911-1912 და 1912-1913 სასწავლო წლების სწავლა-აღზრდის ანგარიშების მოსმენის შემდეგ საჭიროდ ცნო, რომ მომავალ ანგარიშებში წარმოდგენილი ყოფილიყო დაწვრილებითი ცნობები პედსაბჭოების სხდომებზე მასწავლებელთა დასწრებისა და გაცდენილი გაკვეთილების რაოდენობის შესახებ.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებასთან, მოხსენებები და ოქმები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26672 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26672]; წვდომის თარიღი: 2019-09-20