ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის განცხადებაში ნათქვამია, რომ 1913 წლის 20 ოქტომბერს, კვირას, დილის 11 საათზე, ქართული სკოლის შენობაში დანიშნულია მორიგი საზოგადო კრება, რომელზეც განიხილება 8 საკითხი: ფილიალის 1911 და 1912 წლების საფინანსო ანგარიში; 1911-1912 და 1912-1913 სასწავლო წლების სწავლა-აღზრდის ანგარიშები; გამგეობის წევრთა რაოდენობის შემცირება 11-მდე; სხვადასხვა სექციის არჩევა გამგეობასთან; გამგეობისა და სკოლის ინსტრუქციის დამტკიცება; სკოლის მატერიალური მდგომარეობა; სკოლის 25 წლის იუბილე, დაბოლოს – გამგეობის თავმჯდომარის, გამგეობისა და სარევიზიო კომისიის წევრთა არჩევა (გამგეობის დროებითი თავმჯდომარე – ტ. კახიძე).

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებასთან, მოხსენებები და ოქმები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26674 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26674]; წვდომის თარიღი: 2019-10-19