1911 წლის 15 ნოემბერს ფილიალის გამგეობისთვის წარდგენილ მოხსენებაში ვარლამ ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ ინვენტარიზაციის დროს კავკავის ქართული სკოლის დარაჯმა – რომან პანასოვმა – ბევრი სასკოლო ნივთი (ხატები, სამზარეულოს მოწყობილობა, სამეურნეო იარაღები, მცენარეები და სხვა) თავის საკუთრებად გამოაცხადა, ხოლო მისი მეუღლე, ქ-ნი გაშა, სასწავლებლის შტემპელით სარგებლობდა და მეგობრებს კონტრამარკებს აძლევდა თეატრში საღამოებსა და წარმოდგენებზე დასასწრებად.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებასთან, მოხსენებები და ოქმები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26697 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26697]; წვდომის თარიღი: 2019-08-20