1913 წლის 12 მარტს ივანე ანდღულაძემ, ირაკლი ქორიძემ და ტიხონ ჭეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერეს, რომ ამავე წლის 10 თებერვალს ხიდისთავში გამართულ სოფლის კრებაზე გამოითქვა საზოგადოების განყოფილების დაარსების სურვილი. მათ გამგეობას შევსებული ოქმი გაუგზავნეს და საზოგადოების ყველანაირი წესდების გაგზავნა სთხოვეს.

წყარო: მიწერ-მოწერა საზოგადოების სოფელ ხიდისთავის განყოფილებასთან და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28781 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28781]; წვდომის თარიღი: 2020-02-27