1913 წლის 11 მარტს ივანე ანდღულაძემ, ირაკლი ქორიძემ და ტიხონ ჭეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას ხიდისთავის განყოფილების წევრობის მსურველთა სია და მათი შეგროვებული საწევრო, 90 მან., გაუგზავნეს.

წყარო: მიწერ-მოწერა საზოგადოების სოფელ ხიდისთავის განყოფილებასთან და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა