1911 წლის 25 სექტემბერს იოსებ შვილევის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების საზოგადო კრებამ დაამტკიცა ქალთა პროფესიული სკოლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომლის მიხედვითაც სხდომის თავმჯდომარისთვის უნდა დაებრუნებინათ 400 მანეთის თამასუქი. კრების დადგენილებით ქალთა პროფესიული სკოლა უწინდებურად გამგეობის განკარგულებაში რჩებოდა.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებასთან, მოხსენებები და ოქმები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30757 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30757]; წვდომის თარიღი: 2019-07-24