1918 წლის 21 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის მოხსენება ქუთაისის საგანგებო სასამართლოს შესახებ. დაადგინეს: სასამართლოს წევრებად დაინიშნენ სამტრედიის რევოლუციური ტრიბუნალის ყოფილი თავმჯდომარე მიტროფანე ჯანელიძე და წევრები – ევგენი ძიძიგური, ბესარიონ ფარცვანია; ბრალმდებლის მეორე მოადგილედ კი –ტრიბუნალის ყოფილი გამგებელი პავლე წულაია.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გზათა სამინისტროს საერთო განყოფილება. მთავრობის სხდომის ჟურნალები | ფონდი 1881 | ანაწერი 1 | საქმე 14
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3322 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3322]; წვდომის თარიღი: 2019-10-21