1897 წლის 27 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მისწერა ქუთაისის სამზრუნველო კომიტეტს, რომ 18 ივნისის დადგენილებით ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე სიმონ ღოღობერიძე თხოვნისამებრ გაათავისუფლეს თანამდებობიდან და იმავე დღეს იმსჯელეს მის მაგივრად ალექსანდრე გარსევანიშვილის დანიშვნის შესახებ 1-ლი სექტემბრიდან, რის შესახებაც აუწყებენ კომიტეტს, ასევე დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორს. წერილს ხელს აწერენ თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე და მდივანი დავით კარიჭაშვილი.

წყარო: ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 34326 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/34326]; წვდომის თარიღი: 2020-01-25