1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მიხეილ ერასტოს (ერასტის) ძე დარახველიძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში ორპირის ქუჩაზე მდებარე ორი ქვითკირის სახლი, ერთი – ერთსართულიანი, მეორე – ორსართულიანი და 312 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 34751 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/34751]; წვდომის თარიღი: 2020-02-27