ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძის ნამსახურეობის სიაში წერია, რომ კავკასიის ოლქის მზრუნველობის განკარგულების თანახმად ვლადიმერ აბაშიძე ასწავლიდა გიმნასტიკასა და სამხედრო ვარჯიშს ამავე გიმნაზიაში 1908 წლიდან 1917 წლამდე. ნამსახურეობის სიის დედანთან სისწორეს ხელის მოწერითა და გიმნაზიის ბეჭდის დასმით ამოწმებს გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე და საქმის მწარმოებელი ვ. აბაშიძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5567 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5567]; წვდომის თარიღი: 2019-10-20