ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა სილოვან ხუნდაძემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ დეკანოზი ივლიანე აბესაძე გიმნაზიაში 1899-დან 1918 წლამდე საღვთო სჯულის მასწავლებელი იყო და იქ სამსახურის დროს მოუსწრო ძველი მთავრობის კანონმა, რომლის ძალითაც საშუალო ცენზის მქონეთ უმაღლესი ცენზის მიხედვით ეძლეოდათ ჯილდო. ხელს აწერენ საქმისმწარმოებელი ალ. ლორთქიფანიძე და დირექტორი სილოვან თომას ძე ხუნდაძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | დეკანოზ ივლიანე აბესაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5906 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5906]; წვდომის თარიღი: 2019-10-22