1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის მასწავლებელი იყო არგუტინსკაია ეკატერინა პეტრეს ასული. ის იყო ფრანგული ენის, ძერწვისა და ხატვის მასწავლებელი. თანამდებობაზე ირიცხებოდა 1919 წლის 1-ლი ივლისიდან და წლიური ხელფასი ჰქონდა: 1919 წლის 31 აგვისტომდე 8600 მანეთი, 1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე 22000 მანეთი, 1920 წლის 1-ლი იანვრიდან 33900 მანეთი.

წყარო: მოხსენებები სოხუმის პირველი გიმნაზიის მდგომარეობის შესახებ, წესდებები გიმნაზიის და მასთან არსებული საბავშვო ბაღის. სტატისტიკური ცნობები, ხარჯთაღრიცხვა და გიმნაზიის თანამშრომლების ხელფასის უწყისი | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 6483 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/6483]; წვდომის თარიღი: 2019-10-20