1920 წლის 15 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა დეკანოზ იროდიონ ოქროპირიძის წერილი, რომელშიც იგი ოსების ტყვეობიდან დაბრუნებული ოფიცრების, გვარდიელების, მილიციელების და სხვ. (354 კაცის) სახელით მადლობას უხდის ვლადიკავკაზში მცხოვრებ ქართველობას და მათ ეროვნულ საბჭოს, რომელიც დაეხმარა ტყვეობიდან გათავისუფლებაში, მათ შორის, საბჭოს თავმჯდომარეს, კონსულის მოადგილე მღვდელ გიორგი ნათაძეს, მარიამ ოქროპირიძე-ცაბოლოვისას, არდონის მღვდელ ნიკოლოზ იტონიევს, ალაგირში მცხოვრებ გაბო კოჩოევს, საქართველოს მთავრობას და მის გამოგზავნილ პოლკოვნიკ ავქსენტი აბესაძეს.

წყარო: ერთობა, 1920 | 15 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 8255 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/8255]; წვდომის თარიღი: 2020-01-18