1928 წლის 26 დეკემბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე მადლობის ბარათს უგზავნიან ჰაიტის მინისტრსა და ა. ნემურს ჰაიტის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საღამოზე მიწვევისთვის, რომელიც გაიმართება 1929 წლის 1-ლ იანვარს. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს მისვლას, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.

წყარო: საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის გენერალური მდივნის, საგარეო საქმეთა მინისტრის არისტიდ ბრიანის, ფინეთის, უკრაინის, კანადის, უნგრეთის და სხვა ქვეყნების ელჩთა მიმართვები და მოსაწვევი ბარათები აკაკი ჩხენკელისადმი | 1928-1928
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
ენა: ფრანგული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 9086 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/9086]; წვდომის თარიღი: 2019-10-19