კიტა (ივანე) გიორგის ძე აბაშიძე

ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ჭიათურის შავი ქვის (მანგანუმის) მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე

1898 წლის 7 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომა. სხდომაზე განცხადება გააკეთა ეკატერინე რუსიეშვილმა, რომ არ შეეძლო გომარეთის სკოლაში გადასვლა და მოითხოვა მასწავლებლად დაეტოვებინათ წინარეხის სკოლაში. გამგეობამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა, რაზედაც საზოგადოების წევრებმა: ილია ჭავჭავაძემ, ეკატერინე გაბაშვილმა, ივანე რატიშვილმა, ივანე ზურაბიშვილმა და ივანე აბაშიძემ განაცხადეს, რომ პედაგოგი უნდა გადაეყვანათ არა გომარეთის სკოლაში, არამედ სხვა ადგილას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 1901 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/1901]; წვდომის თარიღი: 2019-06-17

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.