გრიგოლ (გრიშა) ილარიონის ძე ურატაძე

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), დიპლომატი, რუსეთში საქართველოს პირველი ელჩი, ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე

1918 წლის 7 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ რ. ს.-დ. პ. ამიერკავკასიის ორგანიზაციათა ყრილობამ სეიმის დეპუტატების დამატებითი არჩევნები გამართა. კანდიდატებად აირჩიეს: ლევაშკევიჩი, ს. ფარნიევი, ბერიშვილი, მოისეენკო, კ. კანდელაკი, გრ. ურატაძე, ა. ჩიკავა, კოვალიოვი, ბ. პირუმოვი.

წყარო: ერთობა, 1918 | 7 თებერვალი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 1972 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/1972]; წვდომის თარიღი: 2019-06-18

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.