ანა ნიკოლოზის ასული ავალიშვილი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების (დაარსდა 1909 წელს) გამგეობის წევრები იყვნენ: დესპინე დავითის ასული შარვაშიძე-გელოვანი, ნიკოლოზ სიმონის ძე ჯანაშია, ელენე სამსონის ასული სოლოგუბი, ანა ნიკოლოზის ასული ავალიშვილი, ელეონორა (ლოლა) მიხეილის ასული ტერ-ფარსეგოვა მახვილაძისა და ნინო პავლეს ასული მაჭავარიანი. საზოგადოებას 1911 წელს ჰქონდა 10 სხდომა, განიხილა 26 საქმე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიური კრების მოხსენებები, ანგარიშები და ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 3931 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/3931]; წვდომის თარიღი: 2020-02-27

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.