პლატონ ლევანის ძე გელოვანი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოსა და სოხუმის განყოფილების წევრი

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: სვიმონ მერაბის ძე კვიტაშვილი, დავით იაკობის ძე თადეიშვილი, პლატონ ლევანის ძე გელოვანი, მიხეილ დემეტრეს ძე ნასიძე, დავით ივანეს ძე ჯორჯიკია, მიხეილ ივანეს ძე კალანდარიშვილი, ლონგინოზ ქაიხოსროს ძე გოცირიძე. გამგეობასთან არსებობდა სასკოლო, სამშენებლო, სამეურნეო და სათეატრო კომისიები. 1911 წელს გაიმართა 44 სხდომა, გაირჩა 117 საქმე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიური კრების მოხსენებები, ანგარიშები და ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 8640 [http://society.iliauni.edu.ge/persons/article/8640]; წვდომის თარიღი: 2019-06-17

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.