ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10349

ფაქტი 10349

1921 წლის 16 მაისს ნოე ხომერიკი პოლიტიკურ კომისიას პარიზში ატყობინებდა, რომ ქემალისტები ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდების მიზნით კავკასიაზე თავდასხმას გეგმავდნენ. თავის მხრივ, ბოლშევიკებიც მზად იყვნენ მათთან საბრძოლველად. თბილისიდან ჩავიდნენ დავითხანიანი და აჰმედ ცალიკოვი, რომლებიც ემიგრანტებს დახმარებას უწევდნენ. ნოე ხომერიკი საყვედურობდა კომისიას, რომ მათგან საჭირო ინფორმაციას და ქმედებებს ვერ იღებდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10349; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .