1920 წლის 18 აგვისტოს ხულოდან ბათუმში საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი და მომარაგების მინისტრის მოადგილე ივანე ჭავჭანიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე საბახტარაშვილი და დავით ღამბაშიძე ჩავიდნენ. 17 სთ-ზე გეგეჭკორი ინგლისის სამხედრო გემ „სპელით“ კონსტანტინეპოლს გაემგზავრა. საზღვარგარეთ წავიდნენ აგრეთვე ჭავჭანიძე და დ. ღამბაშიძე.

წყარო: ერთობა, 1920 | 21 აგვისტო
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 10870 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/10870]; წვდომის თარიღი: 2021-01-22