ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 12559

ფაქტი 12559

1905 წლის 14 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, ივანე გიორგის ძე რატიშვილმა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ და რამდენიმე სხვა პირმა განიხილეს ერთ-ერთი სამრევლო სკოლის მასწავლებლის თხოვნა წიგნებისა და სასწავლო ნივთების უფასოდ გაგზავნის შესახებ. კრებამ განიხილა ეს საკითხი და გადაწყვიტა, სკოლისთვის ერთი თუმნის წიგნები და სასწავლო ნივთები უფასოდ გაეგზავნათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 12559; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .