ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14719

ფაქტი 14719

1908 წლის 26 აგვისტოს ქუთაისის გამგეობამ 5 ივლისის (№176) მიმართვაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აუწყა,  რადგან ქალაქის გამგეობა საბჭოს ნებართვის გარეშე ვერ განკარგავდა თანხას, ამიტომ ილია ჭავჭავაძის ძეგლისთვის ფულის გამოყოფის საკითხს პირველივე სხდომაზე, 1-ლ სექტემბერს, საბჭოს მოახსენებდნენ. შეტყობინებას ხელი მოაწერეს გამგეობის წევრმა იაკობ ფანცხავამ და მდივანმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14719; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .