ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14921

ფაქტი 14921

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის მეორე განყოფილებაში „დედა ენა“ მთლიანად ჰქონდათ გავლილი. კლასში კითხულობდნენ პატარ-პატარა მოთხრობებს, ზღაპრებს და იგავ-არაკებს. ამასთანავე მოსწავლეები ჰყვებოდნენ შინ მოსმენილ ზღაპრებს. მათ საგანი კარგად ჰქონდათ ათვისებული. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14921; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .