ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14965

ფაქტი 14965

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თონეთის სკოლაში არ იყო კარგი სწავლა, რადგან მოსწავლეები ხშირად აცდენდნენ გაკვეთილებს და ყველა განყოფილებაში მხოლოდ ერთი მასწავლებელი ასწავლიდა. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14965; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .