1912 წლის 1-ლ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას (დაარსდა 1909 წელს) გიორგი ფელიქსის ძე ზდანევიჩი ხელმძღვანელობდა. განყოფილებას 31 წევრი ჰყავდა, ინახავდა 8 სამკითხველოს, დაეხმარა სკოლებს 270 მანეთით და 94 კაპიკით. განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 1309 მანეთსა და 61კაპიკს, გასავალი – 541 მანეთსა და 92 კაპიკს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიური კრების მოხსენებები, ანგარიშები და ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 17282 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/17282]; წვდომის თარიღი: 2021-04-12